ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჰამბურგში გერმანიის ღია პირველობა მოიგო

ნიკოლოზ ბასილაშვილი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში გახდა პირველი ქართველი ჩოგბურთელი, რომელმაც ATP 500-ქულიანი კატეგორიის ტურნირი მოიგო. ნიკამ გერმანიის ღია პირველობის ფინალში არგენტინელი ლეონარდო მაიერი 6:4, 0:6, 7:5 დაამარცხა.

ამ დროისთვის ნიკა ლაივ-რეიტინგის 35-ე ადგილზეა, რაც ასევე რეკორდული მაჩვენებელია. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში საუკეთეო მაჩვენებელი ირაკლი ლაბაძეს ჰქოდნა, რომელიც 42-ე პოზიციაზე იყო.

რაც შეეხება უშუალოდ შეხვედრას. პირველი სეტის სტარტი ნიკას არ გამოუვიდა. პირველი ჩაწოდება არ გადიოდა და გეიმის მოგება ძალიან გაუჭირდა, თუმცა 1:1-ზე ბრეიკი შეასრულა, რომელიც სეტის მოსაგებად გადამწყვეტი აღმოჩნდა. პირველ სეტში ლეონარდო მაიერი ნიკას წინააღმდეგობას ვერ უწევდა. ქართველმა მეტოქე გათამაშებებში დაჯაბნა. მეორე სეტის სტარტზე ნიკას ბრეიკ-პოინტი ჰქონდა, რომელიც ვერ გამოიყენა და თითქოს ამ მომენტის მერე გატყდა და აღარ უბრძოლია.

გადამწყვეტი მესამე სეტი ძალიან დაძაბული აღმოჩნდა. მაიერი კარგად აწვდიდა და აშკარა იყო, რომ ნიკოლოზსს ბრეიკის გაკეთება გაუჭირდებოდა. ნიკაც თავის ჩაწოდებას კარგად თამაშობდა. გადამწყვეტი 5:5-ზე ბასილაშვილის ბრეიკი აღმოჩნდა. 6:5-ზე ქართველმა ჩოგბურთელმა ბრეიკ-პოინტი გადაარჩინა და საბოლოოს მძიმე ბრძოლაში გამარჯვება მოიპოვა.

ნიკოლოზმა ამ გამარჯვებით 500 სარეიტინგო ქულა და 349 200 ევრო გამოიმუშავა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018