ნიკოლოზ რაჭველი სმიტების მკვლელობაზე – ”მაპატიეთ, ზეციურ სამყაროში გარდასახულო სტუმრებო, თავს ვხრი თქვენს წინაშე”

ეროვნული სიმფონიური ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი ნიკოლოზ რაჭველი ხადას ხეობაში მომხდარ საზარელ მკვლელობას ფეისბუკზე ემოციური პოსტით ეხმიანება.
“ვერ ვუყრი თავს ვერანაირ ტექსტს…
ვერც აზრს… ვერც პოზიციას… ვერც განცდას… დღეს ძალიან ბევრი თანამემამულის მოსაზრება წავიკითხე, მოვისმინე… ყველა თავისებურად გამოხატავს ტკივილს, სიბრაზეს, გვემას…
ღმერთმა დაუმკვიდროთ სასუფეველი ჩემს სამშობლოში ჩემი უღმერთო თანამემამულის მსხვერპლთ… პასუხისმგებლობის წილს მეც ვიღებ ჩემს თავზე, რადგან როგორც ჩანს არასაკმარისად ვზრუნავ მშვიდობაზე, კაცთმოყვარეობაზე, მასპინძლობაზე, სიკეთეზე, სიყვარულზე… და თუ საბოტაჟია (არ მგონია ოღონდ) მაშინ სიფრთხილეზეც… არასაკმარისად ვზრუნავთ ერთმანეთზე… მაპატიეთ ზეციურ სამყაროში გარდასახულო სტუმრებო, თავს ვხრი თქვენს წინაშე და არც კი ვიცი როდის გაგისწორებთ თვალს… მაქვს კი ამის უფლება? სამწუხაროდ – არა!” – წერს ნიკოლოზ რაჭველი.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018