ნინი ნებიერიძე და თემურ უგულავას უფროსი ქალიშვილი ყაზბეგში ერთად ისვენებდნენ

მოდელი ნინი ნებიერიძე ინსტაგრამის აქტიური მომხმარებელია. მილიონერის ცოლი ახლა უკვე ორი შვილის დედაა, მას პატარა თემო და ტოკიო ჰყავს.

ნინი ახერხებს,ბავშვებთან ბევრი დრო გაატაროს და არც მეგობრები რჩება ყურადღების გარეშე, რაც მისი ინსტაგრამიდანაც კარგად ჩანს.

როგორც ჩანს, ნინი თემურ უგულავას უფროს ქალიშვილს, 19 წლის ნუცა უგულავასაც დაუმეგობრდა. ნუცა და ნინი ერთად ხშირად ატარებენ დროს და ფოტოებს სოც-ქსელში აზიარებენ.

ნუცა უგულავას პატარა და-ძმებთან განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს, მას ორი წლის წინ კიდევ ერთი ძმა დედისგან, თეო ფერაძისგან გაუჩნდა. შესაბამისად, მილიონერი ბიზნესმენის ქალიშვილი ცდილობს, პატარა და-ძმებს ყურადღება სათანადოდ დაუთმოს.

რაც შეეხება მისი და ნინი ნებიერიძის ურთიერთობას, ისინი ერთად ყაზბეგშიც ისვენებდნენ.

რეიტინგი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018