“ნოვიჩოკით” მოწამლული ბრიტანელი დაუნ სტარჯესი გარდაიცვალა

44 წლის დაუნ სტარჯესი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საავადმყოფოში „ნოვიჩოკით“ მოწამვლის გამო გადაიყვანეს, გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას სკოტლანდ იარდი ავრცელებს.

ორი ბრიტანელი, 30 ივნისს სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს, მოწამლულები აღმოჩნდნენ ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“.  45 წლის კაცი – კრიტიკულ მდგომარეობაში რჩება

ნიმუშების დეტალური ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ ქალი და კაცი მოიწამლნენ „ნოვიჩოკით“, რომელიც იდენტიფიცირებულია როგორც იგივე აგენტი, რომლითაც მოიწამლნენ სერგეი და იულია სკრიპალები.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლებამ ბრიტანეთის ყოფილი ჯაშუშის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულიას მოწამვლაზე პასუხისმგებლობა რუსეთს იმის საფუძველზე დააკისრა, რომ ისინი ნერვულ-პარალიტიკური ნივთიერება „ნოვიჩოკით“ მოიწამლნენ, რომელიც გავრცელებული ცნობით, სსრკ-ში შეიქმნა. რუსეთის ხელისუფლება ამ ფაქტს უარყოფს. სკრიპალების მოწამვლა დიპლომატიური სკანდალის და დიპლომატების გაძევებისსაბაბად იქცა.

სერგეი და იულია სკრიპალები სიკვდილს გადაურჩნენ და ისინი საავადმყოფოდანაც გაწერეს, თუმცა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩებიან.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018