ოთარ ფარცხალაძემ საკუთარი ფირმა ირაკლი კერვალიშვილს 2 მილიონად მიჰყიდა

ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ოთარ ფარცხალაძემ, 2018 წლის 16 ივლისს გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, შპს „ბი ეს არ-სი დი ჯი დეველოპმენტი“-ს 100 % წილი 2 მილიონ ლარად გაყიდა. კომპანია ბიზნესმენმა ირაკლი კერვალიშვილმა შეიძინა.
აღნიშნული ბიზნესკომპანია ოთარ ფარცხალაძემ 2016 წლის 29 ივნისს შპს „როიალ დეველოფმენთისგან“ 235.000 აშშ დოლარად იყიდა.

„რეგინფო“ წერდა,  რომ ოთარ ფარცხალაძემ და მისმა მეუღლემ 2015-2016 წლებში შეიძინეს დაახლოებით 1.130.000 აშშ დოლარის ღირებულების ქონება: ქალაქ თბილისში მდებარე 3 ბინა და 4 კომერციული ფართი, ქალაქ ბათუმში მდებარე ბინა, დაბა ბაკურიანში მდებარე 2 ბინა, ტაბახმელაში, სოფელ წავკისში მდებარე 4 მიწის ნაკვეთი და ა.შ..

ოთარ ფარცხალაძე 2013 წლის 21 ნოემბერს საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დაინიშნა, სადაც 2014 წლის 3 იანვრამდე მუშაობდა. მანამდე იგი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

კომპანიის ახალი მესაკუთრე ირაკლი კერვალიშვილი რამდენიმე საწარმოს მეწილე და ხელმძღვანელია – შპს „ბლაუენშტაინ საქართველო“, შპს „ცოტნე“, შპს „პეის ჯორჯია“, შპს „მამისონი“, შპს „სხეფური“, შპს „კონტეინერ-სერვისი“ და სხვ.

2017 წლის 26 ივლისს მან პარტია „ქართულ ოცნებას“ შემოწირულობის სახით 60.000 ლარი ჩაურიცხა.

რეგინფო

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018