ონში რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა

ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღებში ადიდებულმა მდინარე რიონმა სახლები და სავარგულები დატბორა, ასევე დანგრეულია ხიდის ნაწილიც.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ონის მერმა ემზარ საბანაძემ განუცხადა, ამ დროისთვის მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ზიანის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამუშაოები მიმდინარეობს.

„მდინარემ ნაწილობრივ წაიღო სოფლის ორ უბანს შორის დამაკავშირებელი ხიდი. ახლა მიმდინარეობს ხიდის აღდგენა. დაიტბორა სავარგულები და გაფუჭდა ნათესები, სახლებში შევიდა წყალი, დაიტბორა ეზოები. მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და ზიანის აღმოსაფხვრელად სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. კომისია იქმნება, რომელიც ზარალს დაითვლის“, – განაცხადა საბანაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018