პამელა ანდერსონი 19 წლით უმცროს ადილ რამიზე დაინიშნა

პამელა ანდერსონი სავარაუდოდ დაინიშნა. მსახიობის რჩეული საფრანგეთის ნაკრების ფეხბურთელი ადილ რამია. ამის შესახებ გამოცემა Daily Mail-ი წერს და 51 წლის ანდერსონის ფოტოსაც აქვეყნებს, რომელიც სანქტ-პეტერბურგში საფრანგეთი-ბელგიის ნახევარფინალურ მატჩზეა გადაღებული.

პამელას თითზე Cartier Panther-ის ბრილიანტის ბეჭედი უკეთია, რომელიც მას სავარაუდოდ ადილმა აჩუქა.

მედიის ცნობით, მსახიობი სანქტ-პეტერბურგში საქმროს საგულშემატკივროდ იყო ჩასული. ის ადილზე 19 წლით უფროსია. წყვილი უკვე ერთი წელია, ერთადაა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018