„პარტიისთვის გედევან ფოფხაძის განცხადება შეურაცხმყოფელია“ – სოფო კილაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე გედევან ფოფხაძის განცხადებას ეხმაურება და დეპუტატის სიტყვებს შეურაცხმყოფელს უწოდებს.

ფოფხაძე „ქართული ოცნებიდან“ დავით ჭიჭინაძის გარიცხვას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ „შეუძლიათ პარტიას „ქართული ოცნების“ ნაცვლად, კომკავშირი ან კომპარტია დაარქვან“.

„თუ გედევან ფოფხაძე ფიქრობს, რომ „ქართული ოცნება“ კომკავშირია, არ ვიცი, მაგრამ თუ მივიჩნევდი, რომ აღნიშნული პარტია კომკავშირია, კომკავშირში ვერ გავჩერდებოდი. ეს მისი არჩევანია. ვფიქრობ, პარტიისთვის გედევან ფოფხაძის განცხადება შეურაცხმყოფელია“, – განაცხადა კილაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018