პატრიარქის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე სამების საკათედრო ტაძარში, წირვის დროს შეუძლოდ გახდა. მისი პირადი ექიმის, ცისანა შარტავას განცხადებით, უწმინდესი ამჟამად საპატრიარქოში იმყოფება და მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება და ჰოსპიტალიზაცია არ ესაჭიროება.

ცისანა შარტავას განცხადებით, პატრიარქი დილიდანვე შეუძლოდ იყო და ექიმები მას ურჩევდნენ არ წაბრძანებულიყო წირვაზე,ექიმის განცხადებით, ეს წნევის ცვალებადობის გამო მოხდა, რადგან უწმინდესი ფასანაურში იმყოფებოდა. ამჟამად პატრიარქს წნევა დაურეგულირდა და ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018