პეტრე დევრიშაძის კომპანიის მიერ მოგებული ტენდერი შს სამინისტრომ გააუქმა

რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პეტრე დევრიშაძის კომპანიის მიერ მოგებული კიდევ ერთი ტენდერი შს სამინისტრომ გააუქმა.

“შს სამინისტრომ ის ტენდერი გააუქმა, რომელშიც პეტრე დევრიშაძის კომპანიამ ფასის მიხედვით გაიმარჯვა,” – ინფორმაცია ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, დევრიშაძის კომპანია ჯერჯერობით პოლიციელების ეკიპირების შესყიდვისთვის გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.

ჯაშუშობისთვის მსჯავრდებული დევრიშაძის კომპანია 2012 წლის შემდეგ თავდაცვის სამინისტროსა და შს სამინისტროს ტენდერებს პერმანენტულად იგებდა. სკანდალური ინფორმაცია სტუდია მონიტორმა, შემდეგ  კი “შაბათის კურიერმა” გაავრცელა.

სულ დევრიშაძის კომპანიამ სახელმწიფო შესყიდვებით 4 მილიონ ლარზე მეტი მიიღო.

სკანდალური სიუჟეტიდან სამ დღეში  ინფორმაცია ახალი ტენდერის მოგების შესახებ თავად დევრიშაძემ გაავრცელა. თუმცა შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზე მითითებული იყო, რომ ტენდერი დასრულდა, მაგრამ ახლა შერჩევა შეფასების პროცესი მიმდინარეობდა. რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობაში ბრალდებული პირი დღეს კამერების წინ პირველად გამოჩნდა.

„ჩემმა კომპანიამ , რა თქმა უნდა, ფასში გაიმარჯვა, მაგრამ ეს კი არ ნიშნავს, რომ მე გავიმარჯვე. ჯერ მიდის შერჩევა-შეფასების ეტაპი. ბევრი დოკუმენტია წარსადგენი, თუკი ამ ყველა კვალიფიკაციას გავივლი,მერე უკვე სატენდერო კომისია ითხოვს ექსპერტიზის დასკვნას. თუკი ამ ყველაფერს გახვალ კარგად, ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს პეტრე დევრიშაძე იქნება თუ სხვა  ის გაიმარჯვებს“- განაცხადა დევრიშაძემ.

ამ ინტერვიუს გასვლიდან რამდენიმე წუთში ცნობილი გახდა, რომ გახარიას უწყებამ აღნიშნული შესყიდვა გააუქმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018