პირველად ისტორიაში – ხორვატია ფინალში გავიდა

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა მსოფლიოს პირველობის მეორე ნახევარფინალური მატჩი ხორვატიის და ინგლისის გუნდებს შორის.

ანგარიში პირველ ტაიმში ინგლისელებმა გახსნეს. გოლი კირან ტრიპიემ გაიტანა.

მეორე ნახევარში ივან პერიშიჩმა საპასუხო გოლი გაიტანა და შეხვედრის ძირითადი დრო 1:1 დასრულდა.

დამატებით დროში ხორვატებმა კიდევ ერთი გოლის გატანა მოახერხეს. ეს მარიო მანჯუკიჩმა გააკეთა.

საბოლოოდ ხორვატებმა დამატებით დროში 2: 1 მოიგეს და ფინალში გავიდნენ, სადაც საფრანგეთს შეხვდებიან.

ხორვატიისთვის ეს პირველი ფინალი იქნება მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში.

ფინალი 15 ივლისს გაიმართება.

მესამე ადგილისთვის მატჩში ინგლისი ბელგიას შეხვდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018