პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ისევ დაჭრეს – მას ოთხი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს

პრეზიდენტის სიძე მინდია გოგოჭური ისევ დაჭრეს - მას ოთხი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვსსაქართველოს პრეზიდენტის სიძე, რომელიც ამ დროსითვის დაუდგენელმა პირებმა გვიან ღამით დაჭრეს პოლიციას ამ დრომდე არ დაუკითხავს.
მინდია გოგოჭური ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება.

მკურნალი ექიმის განმარტებით, პაციენტის ჯანმრთელობა სტაბილურია, მას ოთხი ცეცხლსასროლი ჭრილობა აქვს.

ექიმის განცხადებით, გოგოჭურის გამოკითხვა მას შემდეგ მოხდება, რაც რეანიმაციული განყოფილებიდან პალატაში გადაიყვანენ.

„ცეცხლნასროლი ჭრილობები აღენიშნება ორივე ბარძაყის შუა მესამედში გამჭოლი და ასევე წვივის მესამედში ისიც გამჭოლი. ქირურგიული და ტრავმატოლოგიური ბრიგადების მიერ ჩატარდა ოპერაციული ჩარევა, რაიმე მაგისტრალური სისხლძარღვის დაზიანება არ აღენიშნება“-აცხადებს ტრავმატოლოგი ვაჟა კახნიძე.

ამ დრომდე უცნობია ვინ დაჭრა პრეზიდენტის სიძე. სამართალდამცველებს ჯერჯერობით არავინ დაუკავებიათ.

მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო

მინდია გოგოჭური მაშო ჩიჩუას მეუღლეა. ის 2017 წლის იანვარში ასევე ფეხის არეში დაჭრეს. მაშინ ინციდენტი თბილისში, ბალანჩივაძის ქუჩაზე მოხდა.    ​