“პროკურატურას სურდა, დანაშაული ცხელ კვალზე გაეხსნა და ამიტომ დააკავეს” – 19 წლის მწყემსის ადვოკატი

ხადას ხეობაში მკვლელობაში ბრალდებულის, მალხაზ კობაურის ადვოკატის მურმან ნიკოლეიშვილის თქმით, პროკურატურას სურდა, რომ დანაშაული ცხელ კვალზე გაეხსნა და ამიტომ დააკავეს მისი დაცვის ქვეშ მყოფი.

„მეჩვენება, რომ ეს საქმე არის ნაჩქარევად გახსნილი, რადგან არიან ამერიკის მოქალაქეები და რეზონანსული საქმეა. საქმის მასალები გადმოგვეცა დარღვევით, პროცესამდე ერთი საათით ადრე. ასევე საგამოძიებო მოქმედებები მალხაზ კობაურს ჩაუტარდა ნაჩქარევად, თუნდაც ნიმუშების აღება სხეულიდან. ეს არის დაცვის უფლების დარღვევა. სურთ, რომ საქმე სწრაფად გაიხსნას და დააკავეს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი” – განაცხადა ადვოკატმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018