პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროში შედის

Bm.ge-სთვის ექსკლუზიურად ცნობილი ხდება, რომ პროკურატურა ეკონომიკის სამინისტროში, აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრსა და სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოში სხვადასხვა საკითხით ინტერესდება და შესაბამის სამართლებრივ პროცედურებს იწყებს. Bm.ge-ს წყაროს ცნობით, საგამოძიებო სამსახური, ამ ეტაპზე, დოკუმენტების გამოთხოვას გეგმავს.

“ჩემი ინფორმაციით, ამ ეტაპზე პროკურატურის გამომძიებლები აღნიშნული უწყებებიდან შესაბამისი დოკუმენტაციის გამოთხოვით შემოიფარგლებიან. მოვლენათა განვითარება სწორედ იმ მასალების შესწავლაზეა დამოკიდებული”, – აცხადებს წყარო.

მისივე ინფორმაციით, პროკურატურა იმ დოკუმენტებს შეისწავლის, რომლებიც  უშუალოდ ტექდათვალიერებას, TIR პარკირებას და SGS უკავშირდება.
Bm.ge აღნიშნული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, პროკურატურას დაუკავშირდა, მაგრამ ამ ეტაპზე უწყებაში კომენტარს არ აკეთებენ.

შეგახსენებთ: ტექნიკური ინსპექტირება ქვეყანაში ეტაპობრივად ხორციელდება. სავალდებულო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება 2018 წლის 1-ლი იანვრიდან ამოქმედდა და ის დიდი მოცულობის ძრავის მქონე (სამგზავრო და სატვირთო) ავტომობილებს შეეხოთ. ინსპექტირებას საქართველოს მთელი ავტოპარკი მომდევნო ორი წლის განმავლობაში, 2019 წლის ბოლომდე გივლის.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018