რატომ აღარ ყიდის ”ორი ნაბიჯი” კოკა-კოლას – ”მან მიუღებელი გადასახადი დაგვიწესა”

“მაღაზიათა ქსელმა „ორი ნაბიჯი“ Coca-Cola-ს ბრენდს მიუღებელი გადასახადები დაუწესა, რაც შეუთანხმებლობის მთავარი მიზეზი გახდა“ – ამის შესახებ BM.GE-ს თემურ ჭყონიამ განუცხადა. ბიზნესმენი აბობს, რომ „ორი ნაბიჯი“ ბაზრის მოთხოვნებს არ ითვალისწინებს და კომპანია კონკრეტული ადამიანების პირადი სურვილების მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას, თუ რომელი პროდუქცია გაიყიდება მარკეტებში.

“კოკა–კოლა“–ს არ გაყიდვით ჩვენზე მეტ ზარალს ორი ნაბიჯის ქსელი მიიღებს. არის კომპანიები რომლებიც მსოფლიო ბაზრის სტანდარტებისგან განსხვავებულ გადაწყვეტილებებს იღებენ და განსხვავებულ რეგულაციებს გვიწესებენ, ჩვენ კი არ ვაპირებთ მათთან თანამშრომლობას”, – აღნიშნა კოკა–კოლა–ს დამფუძნებელმა თემურ ჭყონიამ BM.GE-სთან საუბრისას.

“ორი ნაბიჯი მსოფლიოს პირველი ბრენდის გაყიდვაზე ამბობს უარს. კომპანია არ ითვალისწინებს საზოგადოების სურვილებს მიუხედავად იმისა, რომ სუპერმარკეტების ქსელები უნდა აკმაყოფილებდნენ მომხმარებლის მოთხოვნებს. ორ ნაბიჯში არსებული პროდუქცია კი მხოლოდ კომპანიის დამფუძნებლების სურვილებისა და გემოვნების მიხედვით ირჩევა. კომპანიამ ისეთი მოთხოვნები დაგვიწესეს რაც საერთაშორისო სტანდარტებში არ ჯდება”, – განმარტავენ კომპანიაში.

“კოკა–კოლა” არ გამორიცხავს, რომ თანამშრომლობის განახლებისთვის “ორი ნაბიჯი”–ს მაღაზიათა ქსელი სამომავლოდ პოლიტიკას და მიდგომებს შეცვლის.
შეგახსენებთ, რომ მაღაზიათა ქსელმა “ორი ნაბიჯი“ “კოკა–კოლა”–ს გაყიდვა მიმდინარე თვის დასაწყისიდან შეწყვიტა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018