რატომ ერთიანდებიან “სმაილი” და “არაი” – ტექნიკის მაღაზიების გამსხვილებას, შესაძლოა, გაკოტრების პროცესებიც მოჰყვეს

საქართველოში ტექნიკის მაღაზიები ერთიანდებიან. ბოლო 7 თვის განმავლობაში ჯერ „ალტამ“ და „მეტრო მარტმა“ მიიღეს კონცენტრაციის გადაწყვეტილება, ახლა კი კონკურენციის სააგენტოს „სმაილმა“ და „არაიმ“ მიმართა.

როგორც ბიზნესისა და ეკონომიკის ექსპერტები აცხადებენ, ეს შეიძლება ხდებოდეს „პლიუს განვითრებისთვის“ ან „მინუს განვითარების“ გამო. მათი თქმით, პირველი შემთხვევა კარგია, რადგან კომპანიების გაერთიანება ხარჯების დაზოგვის მიზნით უკეთესი მომსახურების მიწოდებას და განვითარებას გულისხმობს. თუმცა, თუ ეს ხდება – ფინანსებზე ხელმიუწვდომლობის გამო, თვითგადარჩენის მიზნით გადადგმული ნაბიჯია და აქ შესაძლოა, გაკოტრებების პროცესიც ვიხილოთ.

უმსხვილესმა საბითუმო კომპანია „ალტამ“ ელექტროტექნიკის ჰიპერმარკეტების
ქსელის „მეტრომარტის“ 50% წილის შეძენაზე განაცხადი 2017 წლის ოქტომბერში შეიტანა. თუმცა, „მეტრომარტის“ წილის გადაფორმება სახელმწიფოს მიერ კანონით დაწესებული რეგულაციების გავლის შემდეგ, 2017 წლის დეკემბრის ბოლოს დაასრულა.

რაც შეეხება „სმაილსა“ და „არაი თუმოროუს“, როგორც საქართველოს კონკურენციის სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, შპს „ამერიტექსა“ და შპს „სმაილს“ შორის მოსალოდნელი კონცენტრაციის შესახებ წინასწარი შეტყობინება სააგენტოში 2018 წლის 11 ივნისს შევიდა.

სააგენტომ მონაცემების შესწავლისა და ექსპერტებთან კონსულტაციების შედეგად, კომპანიების როგორც დამოუკიდებელი ეკონომიკური აგენტების მიერ ერთობლივი საწარმოს დაფუძნების გზით განსახორციელებელი კონცენტრაცია, კონკურენტულ გარემოსთან თავსებადად მიიჩნია.

ბიზნეს სამართლის სპეციალისტი აკაკი ჩარგლიშვილი
„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, რომ როგორც წესი, ასეთი გაერთიანებებს რამდენემე მხარე აქვს. მისი თქმით, თუ ასეთ ნაბიჯს რაიმე არასამართლებრივი საფუძველი წინ არ უძღვის, ზოგადად კარგია, რადგან როდესაც ერთვაროვანი სერვისი ერთ დიდ კომპონენტშია მოთავსებული, მომხრებლებს უფრო მეტი ხელმისაწვდომობა აქვთ.

თუმცა, როგორც აკაკი ჩარგლიშვილი განმარტავს, თუ ეს ფინანსზებზე ხელმიუწვოდმლობითაა განპირობებული, უფრო თვითგადარჩენისთვის გადადგმული ნაბიჯია.

„ზოგადად, ბიზნესში ასეთ ტიპის გაერთიანებები კომპანიის დანახარჯებსაც ამცირებს, სერვისაც აუმჯობესებს და ა.შ გარდა ამისა, შესაძლებელია ასეთ გაერთიანებებზე კიდევ უფრო სხვა მიზნებისკენ მიდოდნენ. მაგალითად, იმისთვის, რომ კაპიტალის ბაზარზე გამოვიდნენ, აქციები გამოიტანონ, უფრო მეტად გააფართოვონ სამომხმარებლო არეალი, ბიზნესი, რაც, რა თქმა უნდა, კარგია.

რაც შეეხება მეორე მხარეს, შესაძლებელია, ეს გაერთიანება უკავშირდებოდეს იმას, რომ ხელმიუწვდომელი გახდა სამომხმარებლო განვადების ფული, რომელიც საყოფაცხოვრებო ტექნიკას უკავშირდებოდა. ბოლო 10-15 წლის განმავლობაში ქართველი მომხმარებელი ძალიან მივეჩვიეთ დამოკიდებულებას, რომ როდესაც ტექნიკის შეცვლაა საჭრო, პრაქტიკულად, შესაკეთებლადაც აღარ მივდივართ, პირდაპირ გამოცვლაზე ვფიქრობთ, რადგან ამ ტიპის მაღაზიებში უპირატესად ხელმისაწვდომი იყო საყოფაცხოვრებო სესხი. თუნდაც, 1 ან 4 წლის წინ თქვენ აღმოაჩდენით, რომ ტექნიკის მაღაზიების ფართის 30% ეკავა სხვადასხვა ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების წამორმადგენლებს. ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის რეგულაციებიდან გამომდინარე, ასეთი ტიპის ურთიერთობები, პრაქტიკულად, ხელმიუწვდომელი გახდა. შესაბამისად, ბანკებმაც და მიკროსაფინანსოებმაც უკვე დაითხოვეს თავიანთი თანამშრომლები და შეიზღუდა ამ ტიპის ფულის გაცემის მექანიზმი.

ამიტომ, შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს გაყიდვების სიმცირეს და იმის გამო, რომ კომპანიები ერთიანობაში გადარჩნენ, მიმართეს ამ გზას, რათა გააერთიანონ თანამშრომლები, ასევე როგორც სადისტრუბუციო, სამომხმარებლო და საგარანტიო ქსელები, ამით კი დაზოგონ დანახარჯი, რათა ბიზნესმა შეძლოს ოპერირება და განვითრება. მე ვფიქრობ, ამ პირობებში ტექნიკის მაღაზიებმა უფრო თვთგადარჩენის მექანიზმს მიმართეს, ვიდრე განვითარების“,-აცხადებს აკაკი ჩარგლიშვილი.

კითხვაზე, რამდენად მოსალოდნელია, რომ მომავალში ტექნიკის სხვა მაღაზიებისა და სავაჭრო ობიექტების გაერთინებაც ვიხილოთ, ბიზნეს სამართლის სპეციალისტი ამბობს, რომ ამას გვიჩვენებს დრო და თუ კომპანიები „მინუს განვითარების“ გამო ერთიანდებიან, შეესაძლოა, მომავლში გაკოტრებებიც ვიხილოთ.

„წინაპირობა არის 2 – „პლიუს განვითარება“ და „მინუს განვითარება“. „პლიუს განვითარება“ არის, როდესაც ბიზნესისთვის შემოსავლიანობა იზრდება და გამსხვილება ხდება, რათა უფრო მეტი არეალი და ბაზარი მოიცვას. ხოლო როდესაც საქმე გვაქვს „მინუს განვითარებასთან“, აქ უფრო მეტად გადარჩენისკენ მიმართული ურთიერთობებია. ამიტომ, ეს კითხვა სრულიად ლოგიკურია და მე ვფიქრობ, ამ ფონზე თავისავად კიდევ გარკვეულ სიახლეებს ვიხილავთ.

თუ ამ გაერთიენებებითაც ვერ გაუძლეს ტექნიკის მაღაზიება, შეიძლება ჩვენ გაკოტრების პროცესებიც ვიხილოთ. მაგალითისთვის, როდესაც „თბს ბანკი“ შევიდა ელიტ ელექტრონიქსის ქსელში, ეს გაკოტრებას დაუკავშირდა, მაგრამ რეალურად ეს გაკოტრებაში არ გადაიზარდა, რადგან პარალელური ქსელი „ტექნო ბუმი“ განვითარდა და ამან გვაჩვენა, რომ ბაზარზე კიდევ ახალი კომპანიები გამოჩნდნენ. ანუ „პლიუს განვითარების” პერიოდი იყო და გაერთიანები უფრო ხდებოდა შერწყმისა და მოზიდვის ხარჯზე. ახლა კი უფრო მეტად ხდება თვითგადარჩენის მიზნით“,-აცხადებს აკაკი ჩარგლიშვილი.

აფბა-ს ვიცე პრეზიდენტის გიორგი კაპანაძის შეფასებით, როდესაც საუბარია მსხვილ ტექნიკისა და სხვა სავაჭრო ობიექტებზე, ისინი ყოველთვის აანალიზებენ დაანონსებული რეგულაციების შედეგებს.

„კონკრეტულ მიზეზებზე საუბარი ცოტა რთულია. თუმცა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ტექნიკის მაღაზიებსა და სავაჭრო ობიექტებზე, ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შესაძლებელია იყოს ის რეგულაციები, რომლებიც უკვე ამოქმედდა და რამაც გამოიწვია განვადებების შემცირება. მართალია, ეს პროცესი ცოტა ადრე დაიწყო, მაგრამ ბიზნესი ყოველთვის უფრო ადვილად გრძნობს იმ მოსალოდნელ პროცესებს, რომელმაც შესაძლოა, მას პრობლემები გაუჩინოს საკუთარ საქმიანობაში. ეს რეგულაციები იმ პერიოდში ჯერ არ იყო ამოქმედებული, მაგრამ ისინი აანალიზებდნენ, რომ ეს რეგულაციები შეამცირებდა მომხმარებელს და უარყოფითად აისახებოდა მათ გაყიდვებზე. როგოც იცით, ეს კომპანიები ძირითადად სულდგმულობენ განვადებებით და მათ წარმომადგენლებს არეაერთხელ გაუჟღერებიათ, რომ საკმოდ შეუმცირდათ გაყიდვები წინა წლებთან შედარებით“,-აცხადებს გიორგი კაპანაძე.

მისი თქმით, ერთ-ერთ მიზეზად შეიძლება განვიხილოთ გაზრდილი მიწოდებაც, თუმცა ეს თავის დროზე გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა.

ამასთან, გიორგი კაპანაძე არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ გაერთიანების გადაწყვეტილება ტექნიკის სხვა მაღაზიებმაც მიიღონ.

ნინი   ქეთელაური, ბიპიენი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018