„რაც უფრო მეტ უხეშ და უზრდელ განცხადებას გააკეთებს პრეზიდენტი, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო“ – გია ვოლსკი

საქართველოს პრეზიდენტის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს უმრავლესობის რიგებში ეხმაურებიან. გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტი მსგავს განცხადებებს იმიტომ აკეთებს, რომ „ყურადღება არ მოაკლდეს“:

„იმიტომ არ ვასახელებ კანდიდატურას ჩემსას, რომ ყურადღება არ მომაკლდესო და რაც უფრო მეტ ასეთ განცხადებას გააკეთებს, უხეშს და უზრდელურს, რასაკვირველია, უფრო მეტი ყურადღება იქნება მის გარშემო. საოცარი განცხადება გააკეთა გუშინ მარგველაშვილმა, რაზედაც რეალურად კომენტარი არა მაქვს. ფაქტობრივად გამოდის, რომ მთელი სახელმწიფო თუ მსოფლიო არა, იმას ელოდება, რას იტყვის, რას გააკეთებს, ამის მიხედვით კანდიდატურები უნდა შეირჩეს და ა.შ. ასე რომ, არ მინდა, უფრო რაღაც სხვა სფეროდან მოტანილი სიტყვებით ვილაპარაკო და ვფიქრობ, სერიოზული პრობლემაა ასეთი განცხადებების კეთება,“ – განაცხადა ვოლსკიმ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018