რა ჰკითხა ივანიშვილმა კვირიკაშვილს ხაზარაძეზე

“ქართული ოცნების” წევრი რომან კაკულია არ უარყოფს, რომ “ქართული ოცნების” შეხვედრაზე, რომლის შემდეგაც პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გადადგა, ივანიშვილმა კვირიკაშვილს ანაკლიის პორტის კონსორციუმის დამფუძნებელ მამუკა ხაზარაძეზე დაუსვა კითხვები.

“მამუკა ხაზარაძის სახელი და გვარი უხსენა ბიძინა ივანიშვილმა გიორგი კვირიკაშვილს?- მიმართა ინგა გრიგოლიამ დეპუტატს:

რომან კაკულია:

“არა, მე უბრალოდ უარყოფას არ ვაკეთებ, მე უბრალოდ ვფიქრობ, რომ დეპუტატს აქვს უფლება თქვას, რომ მე ამაზე არ ვისაუბრებ. და მერე ამომრჩეველმა შეაფასოს ისე. მე უბრალოდ არ მსურს ამაზე საუბარი. გამოგონილი ფრაზებით არ დავიწყებ ნამდვილად საუბარს. არც კვირიკაშვილს გაუკეთებია ამაზე განცხადება და არც ივანიშვილს და მათი საუბრის შინაარსი მე რატომ გამოვიტანო გარეთ? მე ჩემი აზრი მაქვს ამასთან დაკავშირებით, ამიტომ გეუბნებით იმას, რომ ეს არის თემა, რომელზედაც მე არ მსურს კომენტარის გაკეთება და არ ვიწყებ ზღაპრების მოყოლას ამასთან დაკავშირებით”.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018