რეალი მბაპეს ყიდვას არ აპირებს

მადრიდის რეალის პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა განაცხადა რომ რეალი პსჟ-ს ფორვარდის კილიან მბაპეს ყიდვას არ აპირებს და გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. მბაპეს რეალში ტრანსფერზე ხშირად საუბრობდნენ ზაფხულში, მაგრამ როგორც ჩანს მბაპე ისევ პსჟ-ს ფეხბურთელი იქნება მომავალ სეზონშიც.
კილიან მბაპე პსჟ-ში შარშან გადავიდა მონაკოდან და მის ტრანსფერში პარიზელებმა 180 მილიონი ევრო გადაიხადეს. მბაპე ამჟამად მსოფლიო ჩემპიონატზე იმყოფება, სადაც საფრანგეთის ნაკრები მეოთხედფინალში ურუგვაის დაუპირისპირდება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018