რევაზ არველაძე – ”მარგველაშვილს საპრეზიდენტო არჩევნებზე მეც კი მოვუგებ”

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი რევაზ არველაძე აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ არავის ელოდება და როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ დააყენებს საპრეზიდენტო კანდიდატურას.

„პრეზიდენტი ყველანაირად ცდილობს თავის თავი უფრო მაღლა დააყენოს, ვიდრე „ქართული ოცნება“. „ქართული ოცნება“ არავის არ ელოდება და როცა მიიღებს გადაწყვეტილებას, მაშინ დააყენებს კანდიდატურას, იმ ვადებში როგორიც არის განსაზღვრული. რაც შეეხება მარგველაშვილს, თუ დააყენებს კანდიდატურას, დარწმუნებული ვარ, მეც რომ დავაყენო კანდიდატურა, ნამდვილად მოვუგებ. პრეზიდენტი, როგორ განცხადებასაც აკეთებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ არის ადამიანი აღზრდილი და „ღლაპების“ დაძახება მის შინაგან კულტურაზე მეტყველებს“, –განაცხადა რევაზ არველაძემ.

დეპუტატმა ასევე ისაუბრა პრეზიდენტის სასახლეზე და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ასეთი ზომის სასახლე არ სჭირდება, რომელიც თითქმის უფრო დიდია, ვიდრე „თეთრი სახლი“, თუმცა არველაძე მიიჩნევს, რომ მომავლი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, შევა თუ არა ავლაბრის რეზიდენციაში.

კითხვაზე, ვიქნები თუ არა საპრეზიდენტო კანდიდატი, პასუხის არგაცემით სამსახურს ვუწევ პოლიტიკურ ელიტას, როგორც „ქართულ ოცნებას“, ასევე ოპოზიციას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა გუშინ სამოქალაქო საზოგადოებასთან შეხვედრისას განაცხადა. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუკი ის კითხვაზე დადებით პასუხს გასცემს, „ქართული ოცნება“ უფრო ძლიერ კანდიდატს წარადგენს, ხოლო იმ შემთხვევაში, თუკი აღნიშნულ კითხვას უპასუხებს უარყოფითად, მაშინ „ქართული ოცნება“ სუსტ კანდიდატს დაასახელებს.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018