რთველი 2018 სუბსიდირების გარეშე ჩაივლის

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე რთველი 2018-ის საორგანიზაციო საკითხები განიხილა.
მინისტრის შეფასებით, გასული წლის მიდგომამ, როდესაც სახელმწიფო აღარ ჩაერია ჩასაბარებელი ყურძნის ფასების დადგენაში, შედეგი გამოიღო და ბაზარმა თავად დაადგინა ფასები, რაც თავის მხრივ, პოზიტიურად აისახა დარგის განვითარების მდგრადობაზე. 2018 წლის რთველი ჩაივლის სუბსიდირების გარეშე და სახელმწიფო, ღვინის ეროვნული სააგენტო სახით, რთველის პროცესში ჩაერთვება ორგანიზების, აღრიცხვიანობისა და მიკვლევადობის დონეზე.

ლევან დავითაშვილმა ღვინის სექტორის რეფორმისა და მართვის ახალი სისტემის ოფიციალური წარდგენა გააკეთა. მინისტრის განცხადებით, რეფორმის მიზანია დარგის განვითარება იყოს უფრო მდგრადი და შედეგებზე ორიენტირებული.

ღვინის სექტორის რეფორმის მიზნებსა და მოსალოდნელ შედეგებზე, შეხვედრის მონაწილეებს ევროკავშირის დელეგაციის პროგრამის მენეჯერი, ატაშე კრისტინა კასელა ესაუბრა.

ღვინის სექტორის რეფორმის მხარდაჭერას გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD) ფარგლებში ახორციელებს.

პირველი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018