როგორ იყენებდნენ სახელმწიფო რესურსებს ქუმსიშვილი და მისი ნათესავები – ifact-მა 2 კომპანიის საქმიანობა შეისწავლა

როგორ იყენებდნენ სახელმწიფო რესურსებს ბიზნესის გაფართოებისთვის ქუმსიშვილი, მისი ნათესავები და ეკონომიკის სამინისტროს მოქმედი მაღალჩინოსნები – გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-მა იმ ორი კომპანიის საქმიანობა შეისწავლა, რომლებიც ქუმსიშვილის ნათესავებთან არის დაკავშირებული.

ირკვევა, რომ პროექტის ფარგლებში – ”აწარმოე საქართველოში”, ორმა კომპანიამ ბანკი ქართუსგან კრედიტი მიიღო. კრედიტის პროცენტს კი ორი წლის განმავლობაში სახელმწიფო ბიუჯეტი იხდიდა, რაც გადასახადის გადამხდელებს ნახევარ მილიონამდე დაუჯდათ.

კომპანიამ ”დამზადებულია საქართველოში #1”, რომლის მრჩეველი არის დავით ბეგიაშვილი და მისი ბიზნესპარტნიორია დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლისძმა, ივანე თევდორაშვილი, ბანკი ქართუსგან 1 მილიონ დოლარზე მეტი იაფი კრედიტი მიიღო.

კომპანია კოლორპაკი, რომლის მფლობელია დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლის ძმის ბიძაშვილი, ირაკლი თევდორაშვილი, 4,5 მილიონი ლარი მიღო ბანკ ქართუსგან კრედიტის სახით.

„მნიშვნელოვანია ის, რომ ორივე კომპანიის სესხის პროცენტს „აწარმოე საქართველოში“ ჩვენივე ბიუჯეტიდან უხდიდა ქართუ ბანკს 2 წლის განმავლობაში. შპს “დამზადებულია საქართველოში” კომპანიის მრჩეველი იყო დავით ბეგიაშვილი, რომელიც არის ქონების მართვის ეროვნული სააგენტოს უფროსის, ეკატერინე სისაურის, მეუღლე. ასევე, ის არის დიმიტრი ქუმსიშვილის ცოლისძმის, ივანე თევდორაშვილის ბიზნესპარტნიორი.

ამ კომპანიამ სესხის სახით მიიღო მილიონ 100 ათასი ამერიკული დოლარი. მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ ინტერესთა კონფლიქტი და ის, რომ ეს ადამიანები არიან ბიზნესპარტნიორები და ისინი იღებენ ეკონომიკის სამინისტროსგან იაფ კრედიტს. აუცილებელია, ეკონომიკის სამინისტრომ განმარტოს, იყვნენ თუ არა სხვა კომპანიები თანაბარ პირობებში, თუ არ იყვნენ, ეს კიდევ უფრო ბევრ კითხვას გააჩენს,“- განაცხადა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ifact-ის ჟურნალისტმა, ნინო აბდალაძემ.

გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება ეკონომიკის სამინისტროსგან ითხოვენ განმარტებებს, „აწარმოე საქართველოში“ ჩართული ყველა კომპანია იყო და არის თუ არა თანაბარ პირობებში ჩაყენებული.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018