რომან გოცირიძე: ბატონმა გედიმ შვიდჯერ დატოვა „ქართული ოცნება“ და შვიდჯერვე დაბრუნდა

– ბატონმა გედიმ შვიდჯერ დატოვა „ქართული ოცნება“ და შვიდჯერვე დაბრუნდა და ამ დაბრუნების მთელი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ როგორც ჩანს, უნდა დავით ჭიჭინაძე შემოიყოლოს, – ამის შესახებ ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ „ქართულ ოცნებაში“ მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.
„გახსოვთ, მარკესის რომანში, აურელიანო ბუენდიამ 30 ომი წამოიწყო და ოცდაათივეში დამარცხდა. გმირი დამარცხებაში იგრძნობა, ასეთი პოლიტიკური მესიჯი არის ამაში. ბატონმა გედიმ შვიდჯერ დატოვა „ქართული ოცნება“ და შვიდჯერვე დაბრუნდა და ამ დაბრუნების მთელი შინაარსი მდგომარეობს იმაში, რომ უნდა დავით ჭიჭინაძე შემოიყოლოს. ამიტომ უფრო მნიშვნელოვანია, როდის შეხვდება ბატონი დავითი ბატონ გედის, ვიდრე ის, რატომ შეხვდება დავით უსუფაშვილი გიორგი მარგველაშვილს“, – განაცხადა გოცირიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018