„როცა მოვიფიქრებ, გეტყვით, მოთმინება ძალიან მაგარი რამეა“ – სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო კანდიდატობაზე

დამოუკიდებელი დეპუტატი სალომე ზურაბიშვილი არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში. ზურაბიშვილი არც ივანიშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება „ქართული ოცნების“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით.

„როცა მოვიფიქრებ, გეტყვით, მოთმინება ძალიან კარგი და მაგარი რამეა. არაფერს გეტყვით. როცა მე ამის თქმას გადავწყვეტ, მაშინ გეტყვით“, – აცხადებს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი თვლის, რომ “ქართულმა ოცნებამ” საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა არ უნდა დააყენოს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018