”რუსეთის მოქალაქემ თბილისის აეროპორტში მომწამლავი გაზი შურისძიების მიზნით გაუშვა” – რას ამბობს პროკურორი

პროკურორ მაია სილაგაძის ინფორმაციით, რუსეთის მოქალაქემ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მომწამლავი ნივშიერება პირადი შურისძიების მოტივით გაუშვა.

“თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის 2 ივლისს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქემ გაასხურა ერთ-ერთ ოფისში მომწამვლელი ნივთიერება გაზი. მისი მიზანი იყო, დაზიანება მიეყენებინა ერთ-ერთი ნაცნობისთვის. ქალი როდესაც ოფისში შევიდა, აღმოაჩინა, რომ გარკვეული სითხე იყო დაღვრილი, რის შემდეგაც შესაბამისი სამსახურებმა დროული რეაგირება მოახდინეს. მიუხედავად ამისა, აეროპორტის თანამშრომლებს ჰქონდათ კონტაქტი ამ ნივთიერებასთან და მიიღეს დაზიანებები.

დანიშნულია სამედიცინო სასამართლო ექსპერტიზა და განისაზღვრება ამ თანამშრომლების დაზიანების ხარისხი. უმეტესი ნაწილი დროულად გაწერეს საავადმყოფოებიდან. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. დაკავებულს ბრალად წარდგენილი აქვს ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მცდელობა ისეთი საშუალებით, რომელიც საფრთხეს უქმნის სხვა ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. აღკვეთის ღონისძიების სახით მოვითხოვთ პატიმრობას ბრალდებულის მიმართ” – აღნიშნა პროკურორმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018