რუსთავი-თბილისის ავტობანზე სატვირთო მოტოციკლს დაეჯახა

რუსთავი-თბილისის ავტობანზე მომხდარი ავარიის შედეგად 36 წლის მამაკაცი დაშავდა.

მოტოციკლი და სატვირთო ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად 36 წლის მამაკაცმა თავის არეში დაზიანებები მიიღო. დაშავებული სასწრაფო დახმარების ეკიპაჟმა, კლინიკა რუსთავში გადაიყვანა. მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, მას ყველა საჭირო სამედიცონო მომსახურება უტარდება.

ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო დამედიცინო დახმარების ეკიპაჟები.

შსს-მ ფაქტზე გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.

ინფორუსთავი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018