რუსთავი-თბილისის ავტობანთან ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა

რუსთავი-თბილისის ავტობანთან სამაშველო ოპერაცია სრული დატვირთვით განახლდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, ადიდებულმა არხმა მაშველების ნავი გაიტაცა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ნავიდან გადავარდა ერთ-ერთი მაშველი.

როგორც პირველ არხს საქართველოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, წყალმა სამაშველო ნავი გაიტაცა, რის შემდეგაც ორი მაშველი ნავიდან გადახტა და წყლიდან ამოვიდა. მათივე ცნობით, მაშველების ტერიტორიიდან გამოსაყვანად ჯგუფები გაემართნენ.

რუსთავი-თბილისის ავტობანთან არხის ადიდების შედეგად კერძო დასახლება დაიტბორა. მაშველებმა დასახლებაში დარჩენილი ადამიანები ნავებით გამოიყვანეს, რის შემდეგაც ტერიტორიაზე პატრულირებას ახორციელებდნენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018