საბერძნეთიდან 2 რუსი დიპლომატი გააძევეს

საბერძნეთი 2 რუს დიპლომატს აძევებს და კიდევ 2-ს ქვეყანაში შესვლას უკრძალავს, ამის შესახებ ინფორმაციას გაზეთი Kathimerini-დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამომცემლობის ცნობით, ეს პროცედურა არის „საბერძნეთის ტერიტორიაზე არაკანონიერი ქმედებების პასუხი, იმ ქმედებების, რომლებიც ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას გულისხმობს.“ ამასთან აღნიშნულია, რომ საბერძნეთს რუსეთთან კვლავ კარგი ურთიერთობების შენარჩუნება სურს. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ დიპლომატების გაძევების ფაქტს, მოსკოვი სარკისებრი უპასუხებს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018