საგურამო-ზედაზენის გზაზე ხანძარია – ცეცხლი ძველ საბურავებს გაუჩნდა

საგურამო-ზედაზენის გზაზე ხანძარია. წყალსაცავის ტერიტორიაზე ცეცხლი საკმაოდ დიდ ფართობზე ბუჩქნარსა და ბალახს უკიდია. ხანძრის ჩაქრობას 4 სახანძრო ბრიგადა ცდილობს. მეხანძრეებთან ერთად, ცეცხლს ადგილობრივებიც ებრძვიან. მათ თქმით, ცეცხლის გავრცელებას ხელი ქარმა შეუწყო. ცეცხლის ჩაქრობა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, ამ დროისთვის დამწვარია, დაახლოებით, 2 ჰექტარი მიწის ნაკვეთი.

სამაშველო სამსახურის წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ დროისთვის, ცეცხლის დასახლებულ პუნქტში გადასვლის საშიშროება არ არსებობს.  როგორც თემურ მონიავა აცხადებს, ხანძრის ძირითადი კერა ჩამქრალია.

სამაშველო სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხანძარი წყალკანალის ტერიტორიაზე დასაწყობებულ საბურავებს გაუჩნდა, რის შედეგადაც ძლიერი დაკვამლიანება იყო.

„დამწვარია, დაახლოებით, 2, 2 ნახევარი ჰექტარი. ამ მომენტისთვის მუშაობს 5 სახანძრო მანქანა და ცოცხალი ძალა. უბრალოდ, ერთ ადგილზე იყო ძველი საბურავები, რომელსაც გაუჩნდა ცეცხლი, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი დაკვამლიანება და ეს ჩანდა ყველაზე მეტად. ამ მომენტისათვის მიმდინარეობს ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოები. ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ვერ გესაუბრებით, უბრალოდ, არის ქარი. ქარმა მოახდინა ცეცხლის გავრცელება და მუშაობენ ბიჭები და მალე გვექნება ლოკალიზაცია,“ – განაცხადა თემურ მონიავამ.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018