სადახლოში 26 წლის ბიჭმა თავი მოიკლა

26 წლის ბიჭმა მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ სადახლოში თავი მოიკლა.

ინფორმაციას რადიო „მარნეულთან“ საუბრისას სოფელ სადახლოს მაჟორიტარი დეპუტატი როვშან ისკანდაროვიც ადასტურებს. მისი თქმით შემთხვევა 15 ივლისს მოხდა. იმ დღეს 26 წლის ახალგაზრდამ სახლში თქვა, რომ ფულის ასაღებად მიდიოდა. სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
გარდაცვლილის ცხედარი მეორე დღეს, 16 ივლისს, მისი ძმის მშენებაე სახლში იპოვეს.

მარნეულის საკრებულოს წევრმა ასევე თქვა, რომ ახალგაზრდა პოლონეთში მუშაობდა და იქ წასვლას კიდევ აპირებდა.

როგორც შსს-ში აცხადებენ, გარდაცვლილს, პირველადი დათვალიერებით, ძალადობის კვალი არ აღენიშნება და ამ ეტაპისთვის მამაკაცის ცხედარს შესაბამისი ექსპერტიზა უტარდება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსისი 115-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018