„საზმაუდან ხორავას მკვლელობის გამომიძებელ ჟურნალისტებს უშვებენ” – ზაზა სარალიძე მაღალფერიძესთან შეხვედრას ითხოვს

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა ზაზა სარალიძე „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ გენერალურ დირექტორთან ვასილ მაღლაფერიძესა და ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვს.

საუბარია ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაზე და იმ ფილმზე, რომელიც „საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ჟურნალისტებმა გადაიღეს. ზაზა სარალიძის განცხადებით, არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ტელევიზიის ხელმძღვანელობა იმ ჟურნალისტების გათავისუფლებას აპირებს, რომლებმაც ფილმი გადაიღეს და ეთერში გაუშვეს.

სწორედ აღნიშნულ საკითხზე სურს ზაზა სარალიძეს ტელევიზიის ხელმძღვანელობასთან საუბარი და იმედს გამოთქვამს, რომ ვასილ მაღლაფერიძე მასთან შეხვედრას მოისურვებს.

„ფილმი ვინც გადაიღო, იმ ხალხის გაშვებას აპირებენ სამსახურიდან, ამ ფილმის გამო ხდება ყველაფერი, ამ ფილმის გამო უშვებენ სამსახურიდან იმ ადამიანებს, ვინც გადაიღო ეს ფილმი, პირდაპირ კავშირშია და არავინ თქვას, თუნდაც იქ რომ შევალ, დამიწყებენ მტკიცებას, მაგის ბრალი არ არისო, მაგრამ ფაქტია, რომ მაგის ბრალია. თავის თავს დააბრალონ თუ არ შემიშვებენ, მივდივარ ადამიანურად, ვითხოვ შეხვედრას, თუ ეშინიათ და დამემალებიან კიბატონო“, – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018