საქართველოს ეკონომიკის ახალი მინისტრი მოსკოვში იმყოფება

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების ახალი მინისტრი გიორგი ქობულია მოსკოვში იმყოფება. არსებული ინფორმაციით, ქობულიამ შვებულება აიღო იმისთვის, რომ ძველ სამსახურში „საქმეები სხვა გადააბაროს“ და ოჯახი თბილისში ჩამოიყვანოს. ამის შესახებ სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელმა გიორგი კალანდაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ისაუბრა.

“არანაირი გასაიდუმლოება აქ არ იყო, უბრალოდ არავის უკითხავს. მას შემდეგ, რაც პირველი გადაწყვეტილებები მიიღო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ახალმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ, ის გავიდა შვებულებაში – გაემგზავრა მოსკოვში, სადაც როგორც იცით, მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი ფირმის “მაკენზის“ ოფისში იკავებდა ერთ-ერთ მაღალ თანამდებობას. ბუნებრივია, მას დარჩა პროექტები, რომელიც ვინმეს უნდა გადააბაროს, რადგან გარკვეული პასუხისმგებლობა აქვს აღებული და ამ პროექტებს გაგრძელება სჭირდება.

გარდა ამისა, მას იქ ჰყავს ოჯახი, რომელიც უნდა გადმოიყვანოს თბილისში. შვებულების რამდენიმე დღე მინისტრმა ამისთვის აიღო. მე უბრალოდ ვერ ვხვდები, რა გასაიდუმლოებაზეა ლაპარაკი” – თქვა კალანდაძემ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018