სერგი კაპანაძე: „მირზა სუბელიანმა ცრუ ჩვენება მოგვცა“

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დღეს პროკურატურის წარმომადგენლები გამოკითხეს.

კომისიის წევრების შეკითხვებს თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი და მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში, გამოძიების საპროცესო ხელმძღავნელობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი გაბოძე პასუხობდნენ.

როგორც სხდომის დასრულების შემდეგ კომისიის თავმჯდომარემ, სერგი კაპანაძემ განაცხადა, მირზა სუბელიანმა გუშინ, გამოკითხვაზე კომისიის წევრებს უთხრა, რომ მიხეილ შაყულაშვილს ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემდეგ არ შეხვედრია.

კაპანაძე ამბობს, რომ სუბელიანმა მათ ცრუ ჩვენება მისცა, რადგან დღეს შაყულაშვილმა სუბელიანთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა.

„დღეს ერთი საინტერესო დეტალი გაირკვა. გუშინ მირზა სუბელიანმა ჩვენთან არასწორი ინფორმაცია გააჟღერა. რეალურად ცრუ ჩვენება მოგვცა იმასთან დაკავშირებით, რომ ის მიხეილ შაყულაშვილს არ შეხვედრია, რომელმაც დღეს შეხვედრის დეტალები მოყვა. აქედან გამომდინარე, ეს დამატებით კითხვებს აღგვიძრავს. “,- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

მისვე თქმით, თუ საგამოძიებო უწყებაში იცოდნენ, რომ მირზა სუბელიანი პირველ დეკემბერს პროკურატურის მაღალჩინოსნებთან დაკავშირებას ცდილობდა, რატომ არ დაკითხეს.

თბილისის ყოფილი პროკურორი მიხეილ შაყულაშვილი აცხადებს, რომ ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემდეგ, მირზა სუბელიანმა მას დაურეკა და უთხრა, რომ აღნიშნულ საქმეზე სურდა დალაპარაკება. იმავე დღეს შეხვედრაზე კი, მომხდარის შესახებ მოუყვა და რჩევა ჰკითხა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018