სვანეთში, რაჭაში, ყაზბეგსა და კახეთში ინტენსიური წვიმაა მოსალოდნელი

დღეს დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს მთლიან ტერიტორიაზე მოსალოდნელია წვიმა ელჭექით, – ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვის ჰიდრომეტეოროლოგიურ ცენტრში განუცხადეს.
24 ივლისს და 25 ივლისს სინოპტიკოსები ამინდის გაუმჯობესებას პროგნოზირებენ, თუმცა მთიან რაიონებში კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. საქართველოს მასშტაბით ჰაერის ტემპერატურა 36 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ამინდი 27 ივლისიდან კვლავ გაუარესდება.
ჰიდრომეტეოროლოგები არ გამორციხავენ, რომ მოსულმა ნალექმა ცალკეულ მდინარეებზე წყლის დონის მატება გამოიწვიოს, განსაკუთრებით კი ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილში, მაღალმთიან რაიონებში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018