„სვეტის“ გენერალური დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავეს

არსებული ინფორმაციით, შპს „სვეტი დეველოპმენტის“ გენერალური დირექტორი გივი ჯიბლაძე დააკავეს.
როგორც წყარო “ნიუპოსტთან” ამბობს, გივი ჯიბლაძეს დღეს დილით ბრალი ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელმა ნინო დარბაიძემ წარუდგინა.

შეგახსენებთ, რომ ფინანსურ პოლიციაში გამოძიება დაახლოებით ორი კვირის წინ, 182-ე მუხლით დაიწყო, რაც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო მითვისებას და გაფლანგვას გულისხმობს.

გამოძიების დაწყებას წინ უძღოდა მენაშენეების მიერ სამშენებლო კომპანია „სვეტთან“ გამართული აქციები. ისინი ბინების აშენებას, ნაწილი კი თანხების უკან დაბრუნებას მოითხოვდა.

“ნიუპოსტი” დეტალებს შესაბამის უწყებაში არკვევს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018