სირიაში თარხან ბათირაშვილის ძმა, თამაზ ბათირაშვილი, მოკლეს

პანკისის ხეობაში ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ერთ-ერთი ყოფილი ლიდერის, თარხან ბათირაშვილის, იგივე აბუ ომარ ალ შიშანის ძმა თამაზ ბათირაშვილი სირიაში გარდაიცვალა. ოჯახის ახლობლის განცხადებით, თამაზ ბათირაშვილი სირიაში რამდენიმე წლის წინ წავიდა. ამის შესახებ 1tv წერს.

არსებული ინფორმაციით, ის „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა რიგებში იყო. 36 წლის თამაზ ბათირაშვილი პანკისის ხეობის სოფელ ბირკიანიდანაა. მისი გარდაცვალების შესახებ ცნობა დღეს გავრცელდა.

თამაზ ბათირაშვილის უფროსი ძმა თარხან ბათირაშვილი „ისლამურ სახელმწიფოში“ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფიგურად ითვლებოდა. ის დაზვერვასა და კონტრდაზვერვაზე, ასევე იმ ციხეებზე იყო პასუხისმგებელი, რომლებიც ჯიჰადისტების მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე მდებარეობს. გავრცელებული ინფორმაციით, თარხან ბათირაშვილი ის ერაყში 2016 წელს მოკლეს.

თამაზ ბათირაშვილი 25-ე პანკისელი ახალგაზრდაა, რომლის გარდაცვალების შესახებაც ინფორმაცია გავრცელდა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018