სისხლიანი გარჩევა ძეგვში – დაჭრილია 2 ახალგაზრდა, ერთ-ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ძეგვში ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს. “ნიუპოსტის” ინფორმაციით, 30-35-წლამდე ახალგაზრდებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ-ერთი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა.

გუშინ მომხდარი დანაშაულის მოტივი უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა მიმალვა მოახერხეს.
როგორც “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში განუცხადეს, დამნაშავეთა დადგენისა და დაკავების ღონისძიოებები აქტიურად მიმდინარეობს.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018