სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს

სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს, რობერტ კოჩარიანს 2008 წელს საკონსტიტუციო წესრიგის დამხობის გამო, ბრალი წაუყენეს. მას ორი თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

კოჩარიანის ადვოკატი აცხადებს, რომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სომხეთში, 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა. აქციის მონაწილეები სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას აპროტესტებდნენ.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018