სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი რობერტ ქოჩარიანი დააკავეს

ერევნის საერთო იურისდიქციის სასამართლომ სომხეთის ყოფილი პრეზიდენტის რობერტ ქოჩარიანის დაკავების სანქცია გასცა. ექსპრეზიდენტს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა. სომხეთის ყოფილ პრეზიდენტს სომხეთის სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ბრალი წაუყენა 2008 წელს კონსტიტუციური წყობის დამხობაში. მისმა ადვოკატმა განაცხადა, რომ დაცვის მხარე სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

სომხეთში, 2008 წლის 19 თებერვალს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა, რომელთა მონაწილეები სერჟ სარგსიანის საპრეზიდენტო არჩევნებზე გამარჯვებას აპროტესტებდნენ. ქუჩის აქციები ორგანიზებული იყო ასევე ყოფილი პრეზიდენტის, ლევონ ტერ-პეტროსიანის მხარდამჭერების მიერ, რომელიც იმ დროს საპრეზიდენტო კანდიდატი იყო. სამართალდამცველებთან შეტაკებების შედეგად მაშინ რვა დემონსტრანტი და ორი პოლიციელი დაიღუპა.

ინტერპრესნიუსი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018