სტიქიის ეპიცენტრი ბეჩოში ინაცვლებს – რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია

სტიქიის ეპიცენტრი ჭუბერიდან ბეჩოში ინაცვლებს. მესტიის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელი გარესამყაროს მოწყვეტილია.

ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ სოფელთან დამაკავშირებელი ხიდები და გზები წაიღო. ასევე შეზღუდულია მოძრაობა მყინვარისა და უშბას მიმართულებით.

ტურისტული მარშრუტები დროებით დაკეტილია. მყინვარსა და უშბაზე დარჩენილი ოთხი ტურისტი კი დღეს დილით საცალფეხო ბილიკით გადმოიყვანეს.

მოსახლეობა ითხოვს, რომ გეოლოგებმა ადგილი შეისწავლონ და გატარდეს წინასაწარი ღონისძიებები სტიქიისგან დასაცავად.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018