სუსი – ”თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერება რუსეთის მოქალაქემ დააქცია”

თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების დაქცევის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი.

“ნიუპოსტს” სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განუცხადეს, რომ თბილისის აეროპორტში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხის დაქცევისთვის, რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, რუსეთის ფედერაციის მოქალაქე დიმიტრი ბ. ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმიტრი ბ-მ 2018 წლის 2 ივლისს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გაფრენის დარბაზში მდებარე ერთ-ერთი ავიაკომპანიის სალაროს ოფისში ჯანმრთელობისთვის მავნე ნივთიერების შემცველი სითხე დააქცია.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტი”- აღნიშნავენ სუს-ში.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018