„ტელევიზიიდან არ უნდა იგებდეს ადამიანი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას“ – აქვს თუ არა “ოცნების”  სამდივნოს გარიცხვის უფლებამოსილება?

“ქართული ოცნებიდან” დავით ჭიჭინაძის გარიცხვაზე ​საპარლამენტოუმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ნუკრი ქანთარია, კომენტარს აკეთებს. გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ქანთარია აცხადებს, რომ მან არ იცის 5-კაციანი სამდივნო არის უფლებამოსილი თუ არა, რომ პარტიის წევრი გარიცხოს.
მისივე თქმით, პარტიის წვერი პარტიიდან გარიცხვის შესახებ ინფორციას ტელევიზიიდან არ უნდა იღებდეს.
„დეტალები არ ვიცი. საერთოდ, ძალიან ცუდი ამბავია პარტიიდან ვინმეს გარიცხვა. როდესაც შეუსაბამობა რაღაც ზღვარს სცილდება პარტიის წევრსა და პოლიტსაბჭოს ბირთვს შორის, სჯობს, საკითხი დაუყენონ ასე – ან თავად დატოვოს პარტია, ან შეცვალოს განცხადებები. ახლა აქ როგორ მოხდა, არ ვიცი. წესით, ეს ყველაფერი პოლიტსაბჭოს გადასაწყვეტია. პარტიაში მიღება პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით ხდება და ალბათ, გარიცხვაც…
სამდივნოში ყველას რაღაც მიმართულება აქვს, ზოგს საერთაშორისო ურთიერთობები აქვს, ზოგს – რეგიონალური და ზოგს სხვა. ადრე საერთოდ არ გვყავდა მდივანი. შემდეგ გენერალური მდივანი დაემატა, შემდეგ – აღმასრულებელი და ახლა წევრებიც ჰყავთ. სულ ხუთნი არიან და ეს 5 კაცი უფლებამოსილია თუ არა, წევრი გარიცხოს, არ ვიცი. ალბათ, პოლიტსაბჭოს მისცა ამის უფლებამოსილება, თუმცა ეს არ ვიცი. 2-3 კვირაა, ამ პროცესებში არ ვარ ჩართული…
ეს საკითხი ალბათ უნდა დადგეს, რა პროცესებთან გაქვს საქმე, ის რომ ტელევიზიიდან არ უნდა იგებდეს ადამიანი პარტიიდან გარიცხვის გადაწყვეტილებას ან მანამდე შენიშვნა-გაფრთხილება მიეცეს. არ ვიცი, წინასწარ იყო თუ არა განხილვა და შენიშვნის მიცემა“

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018