ტყიბულში, ახალსოფლის წყალსაცავში, 16 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

ტყიბულში, სოფელ ახალსოფლის წყალსაცავში, 16 წლის მოზარდი გარდაცვლილი იპოვეს. სააგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მაშველებმა მოზარდის ცხედარი ტბიდან უკვე ამოიყვანეს.
ადგილობრივების განცხადებით, მოზარდები ტბაში საბანაოდ ხშირად დადიან, თუმცა ადგილს, სადაც მაშველებმა 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს, საბანაოდ ნაკლებად იყენებენ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018