ტყუპისცალი გოგონები, რომლებსაც მამა ეძებდა, გარდაცვლილები იპოვეს – ისინი ბებია-ბაბუასთან ჩახუტებული იყვნენ

საბერძნეთის ტრაგედიას დასასრული არ აქვს.

გასული ორშაბათიდან, როდესაც ხანძრებმა გადაწვეს ატიკის რამოდენიმე ტერიტორია, ორ ტყუპისცალ გოგონას და მათ ბებია–ბაბუას, გოგონების მამა ეძებდა.

ძებნის დროს, სოციალურ ქსელში გავრცელდა ერთ–ერთი ვიდეო, სადაც ჩანდა ორი პატარა გოგონა ერთ ნავში, რომლის მეშვეობითაც გადამწვარი ტერიტორიებიდან ხალხი გაყავდათ.

თავიდან, მამას ეგონა, რომ ეს გოგონები მისი შვილები იყვნენ (აქვე აღვნიშნავთ, რომ ვიდეოს ხარისხი დაბალი იყო).

მთელი საბერძნეთი მოელოდა იმას, რომ მალე ორ გოგონას იპოვნიდნენ ცოცხლებს.

თუმცა და სამწუხაროდ, გუშინ, 27 ივლისს, ორივე გოგონა გარდაცვლილები, მათ ბებია-ბაბუასთან ჩახუტებული იპოვეს.

გეორგიანს.გრ

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018