“უსუფაშვილს სამიტის შემდეგ შევხვდები” – მარგველაშვილმა წერილს უპასუხა

საქართველოს პრეზიდენტი „შენების მოძრაობის“ ლიდერის, დავით უსუფაშვილის შეთავაზებას  ეხმაურება, სადაც პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ გიორგი მარგველაშვილს არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდა.

ღია წერილში დავით უსუფაშვილმა სახელმწიფოს მეთაურს ქვეყანაში არსებულ რთულ ვითარებაზე მიუთითა და პასუხისმგებლობის ერთად აღება შესთავაზა.

პრეზიდენტის თქმით, ღია წერილს გუშინ გაეცნო და წერილის შინაარს ქვეყანაში არსებული ვითარების შეფასების ნაწილში იზიარებს.

„მინდა გითხრათ, რომ ეს ერთი ნაწილია წერილის, შემდეგია, კონკრეტული ნაბიჯები თუ რა შეგვიძლია, რომ გავაკეთოთ და როგორ შეგვიძლია ვემსახუროთ ჩვენს ქვეყნას, მეც, ბატონი დავითიც და სხვა პოლიტიკური ლიდერები, ამის თაობაზე მე ბატონ დავითს გუშინაც ტელეფონზე ვესაუბრე. ჩვენ შევხვდებით ერთმანეთს, აი სწორედ სამიტის მერე,“ – განაცხადა პრეზიდენტმა.

გიორგი მარგველაშვილი ასევე, გამოეხმაურა აჭარის მთავრობის მეთაურის შერჩევის პროცედურას და განაცხადა, რომ მთავრობის ხელმძღვანელთან დაკავშირებით სამიტის შემდეგ მიიღებს გადაწყვეტილებას.

პრეზიდენტის თქმით, კონსულტაციების გავლის შემდეგ დაასახელებს კონკრეტულ კანდიდატს.
 რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018