ფინანსთა მინისტრი არ გამორიცხავს მაღალჩინოსნების დაკავებას – ”დღის ბოლოს საგამოძიებო სამსახური გააკეთებს განცხადებას”

ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის განცხადებით, საქართველოს ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური.

„ეს არის პირველადი გადამუშავების პროდუქტი – ხის მორები და ფიცრები, შეიძლება გაგიკვირდეთ იმპორტის ხელშეწყობა, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი ეკოლოგიური პრობლემები გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ეკონომიკური. ხე-ტყეს სჭირდება დაცვა და დღევანდელი დღეც ამის დასტურია, სვანეთში მიმდინარე ღონისძიება სწორედ ამ სტრატეგიის ფარგლებში ხორციელდება, რადგან მხოლოდ გასული ორი კვირის განმავლობაში, ჩვენ გამოვავლინეთ დაახლოებით 15 შემთხვევა და 15 პირია დაკავებული უკანონო ჭრასთან დაკავშირებით. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური ძალიან აქტიურად გააგრძელებს ამ მიმართულებით მუშაობას, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და რასაკვირველია, ყველაფერი იქნება კანონის ფარგლებში“, – განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ არიან თუ არა ამ საქმეზე დაკავებული თანამდებობის პირები ან იგეგმება თუ არა, რაზეც მაჭავარიანი ამბობს, რომ განცხადებას საგამოძიებო სამსახური გააკეთებს.

„მგონი, დღის ბოლოს საგამოძიებო სამსახური გააკეთებს განცხადებას. გამორიცხვით ვერაფერს გამოვრიცხავთ, მაგრამ გამოძიების შესახებ მეტი ინფორმაცია გვექნება“, – აღნიშნა მინისტრმა.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018