“ქალები ყვიროდნენ… დანა დაარტყა უკანა კარებში, მერე ჩამოიყვანეს და სკამზე დააწვინეს” – რას ყვება 140 ნომერი ავტობუსის მძღოლი

„მეთორმეტე კლასელია, დანა დაარტყეს უკანა კარში,“ – ეს განცხადება 140 ნომერი ავტობუსის მძღოლმა გააკეთა, სადაც 17 წლის მოზარდი დაჭრეს.

“ქალები ყვიროდნენ… დანა დაარტყა უკანა კარებში, მერე ჩამოიყვანეს და სკამზე დააწვინეს”, – თქვა მან.

პოლიტკოვსკაიას ქუჩაზე 17 წლის ბიჭი ცივი იარაღით დაჭრეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ წუთებში მძიმეა.

ავტობუსის მძღოლი შემთხვევას იხსენებს და აცხადებს, რომ მომხდარის დეტალები არ დაუნახავს, თუმცა გაიგონა მგზავრების ყვირილის ხმა, რომ ავტობუსში მოზარდი დაჭრეს.

მძღოლის თქმით, ამის შემდეგ მან ტრანსპორტი გააჩერა, რის შემდეგად გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა.

თვითმხილველების თქმით, თავდამსხმელმა ბასრი იარაღით მიაყენა ჭრილობა და გაიქცა.

ავტობუსიდან ამოღებულია უსაფრთხოების კამერის ჩანაწერი და ნაპოვნია დანაშაულის იარაღი, რომელიც შემთხვევის ადგილიდან, დაახლოებით, 30 მეტრში გადააგდეს.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.

რუსთავი 2

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018