ქაოსი მიუნხენის აეროპორტში – ტერმინალში უცნობი ქალის მოხვედრის გამო 200 რეისი გაუქმდა

გერმანიის ფედერალურმა პოლიციამ მიუნხენის საერთაშორისო აეროპორტის ერთ-ერთი ტერმინალი დაკეტა უსაფრთხოების ზონაში უცნობი პირის მოხვედრის გამო.

ამის შესახებ ინფორმაციას თავად სამართალდამცავი ორგანო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომელიც აეროპორტის დაცულ ზონაში კონტროლის გავლის გარეშე მოხვდა, ქალია.

სამართალდამცავებმა ტერმინალ 2-ის ევაკუაცია მოახდინა.

ტერმინალი 2-ის მუშაობის შეწყვეტის გამო აეროპორტს დაახლოებით 200 რეისის გაუქმება მოუწი . ტერმინალი დაკეტილი იყო მიუხენის დროით 6:47 საათიდან 11:44 საათამდე. ფრენები დღის 2 საათზე განახლდა.

დაკავებულია თუ არა პირი, რომლის გამოც მიუხენის აეროპორტის მუშაობა შეფერხდა, ინფორმაცია არ ვრცელდება.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018