“ქართული ოცნება” თეა წულუკიანის წინააღმდეგ – ახალი სკანდალი ხელისუფლებაში

ამ კვირაში პარლამენტმა მთავრობის ახალი შემადგენლობა უნდა დაამტკიცოს. „ნიუპოსტის“ ინფორმაციით, ახალ მთავრობაში ისევ იქნება თეა წულუკიანი და ის ისევ იუსტიციის მინისტრის პოსტზე იქნება წარდგენილი, რასაც ჩვენი წყაროს ინფორმაციით, უკმაყოფილება მხოლოდ ოპოზიციაში კი არა, ასევე, „ოცნების“ უმრავლესობაშიც მოჰყვება.

ამასთან, ჩვენი ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ იუსტიციის მინისტრად წულუკიანის წარდგენის გამო, „ოცნების“ ცალკეულმა წარმომადგენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთონ და წულუკიანის მინისტრთა კაბინეტში დატოვება გააპროტესტონ. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ უმრავლესობაში ახალი სკანდალი აგორდეს, თუმცა ჯერჯერობით არ კონკრეტდება, რომელი დეპუტატები ჩაუდგებიან სათავეში წულუკიანის წინაღმდეგ მიმართულ დემარშს.

ნიუპოსტი

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018