„ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს

პარტია „ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში მხარი, შესაძლოა, სალომე ზურაბიშვილს დაუჭიროს. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში დამოუკიდებელ კანდიდატად კენჭისყრის გადაწყვეტილება უკვე მიიღო. მეორე მხრივ, საპარლამენტო კულუარებში არსებული ინფორმაციით,“ქართულმა ოცნებამ“ საპრეზიდენტო არჩევნებში პრეზიდენტობის საკუთარი კანდიდატი შესაძლოა არ წარადგინოს და საკუთარ ამომრჩევლებს სწორედ სალომე ზურაბიშვილის მხარდაჭერისკენ მოუწოდოს.

როგორც „ინტერპრესნიუსისთვის“ გახდა ცნობილი, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც მოახლოებულ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით მმართველ პარტიაში განიხილება, თუმცა თავად სალომე ზურაბიშვილი აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებაზე უარს აცხადებს და ამბობს, რომ მის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

აღსანიშნავია ისიც, რომ სალომე ზურაბიშვილი სწორედ ამ ფორმით გახდა პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი, როცა “ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში კანდიდატი არ დააყენა და მხარდაჭერა საინიციატივო ჯგუფის მიერ წარდგენილ ზურაბიშვილს გამოუცხადა.

ამომრჩეველი ახალ პრეზიდენტს ოქტომბერში აირჩევს. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო არჩევნებია, როცა ქვეყანას პირდაპირი წესით არჩეული სახელმწიფოს მეთაური ეყოლება.

დატოვეთ თქვენი კომენტარი

პოლიტიკა

საზოგადოება

ეკონომიკა

სამართალი

მსოფლიო

მოზაიკა

მედიცინა

კულინარია

akhalitaoba.ge © 2017-2018